ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2025 წლის სექტემბრისთვის 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 760 მილიონი ლარით (1.14%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.32% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 561.08 მლნ ლარით (1.46%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 198.96 მლნ ლარით (0.70%-ით) გაიზარდა.
“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.70 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.58%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 19.14 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.89%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.23 %-ით მეტი).
2025 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 549.96 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 35.14 მილიარდი ლარი შეადგინა
2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.77% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…